fbpx

საქართველო რჩება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ

დღეს მადრიდში NATO-ს გაფართოვებულ სამიტზე უნდა აღნიშნონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაბადების დღე, და როგორც ამ დღეს სჩვევია – ირაკლი ღარიბაშვილს არ დატოვებენ უსაჩუქროდ. მე გამოვრიცხავ, რომ მას აჩუქონ “შენელებული მოქმედების ნაღმი”, მსგავსად იმისა – რაც საქართველოს უსაჩუქრეს 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე.

გამორიცხულია ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა “ისაჩუქროს” მსგავსი რამ ან, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, დაუშვას არაპროგნოზირებადი “რუსი დათვის” ხელოვნური, არაფრისმომცემი და გამომწვევი გაღიზიანება, რასაც თავად NATO-ც არ დაუშვებს. რაც შეეხება ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობის გაფართოვებას თბილისში და საქართველოს დამატებით ჩართულობას ალიანსის რეგიონალურ ტაქტიკურ სწავლებებში – ეს ყველაფერი განხორციელებადია და აუცილებელიც.

აუცილებელი იმიტომ, რომ დღევანდელი მსოფლიო არ სცემს პატივს გაკოტრებულ, სუსტ და “მოთაღლითე” მოთამაშე ქვეყნებს. რომლებიც EU-სთან ერთად, СНГ-საც ვერ ელევიან, ან დღეს უკვე თავისუფლად შეუძლიათ განაცხადონ უარი NATO-ზე. ისეთ პატარა სახელმწიფოებსაც, როგორიც საქართველოა – ესაჭიროება ყველა თავისი პოლიტიკური პრიორიტეტის გაძლიერება, აქამდე არსებული პრინციპების დაცვა – მხოლოდ მაშინ აქვს აზრი მის უფრო ძლიერ სიბიექტებთან, როგორც პარტნიორის და თანასწორი პოლიტიკური შესაძლებლობების მქონე მოთამაშის პოზიციონირებას.

ნურც ჩვენ შევალთ, და ნურც მსოფლიო შეიყვანოს შეცდომაში საქართველოს ხელოვნურმა და უსამართლო დაკნინებამ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ხანდახან ოდესღაც ძლიერებიც სუსტდებიან და მათაც ეტყობა კრიზისში ყოფნა. საქართველო რჩება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ და იმედია, კრიზისიდან ოდესღაც გამოსულ EU-ს (ისევე – როგორც NATO-საც) ერთადერთი რეგიონალური ფორპოსტის პოზიციებს შეუნარჩუნებს.წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება