fbpx

საქართველოში კომპიუტერის მომხმარებლები მესამე კვარტალში გაცილებით იშვიათად ეჯახებოდნენ კიბერ საფრთხეებს

ეს საინფორმაციო სტატია არ არის სარეკლამო ხასიათის და შეიცავს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს ან განმარტებებს კიბერუსაფრთხოების შესახებ მსოფლიოსა და საქართველოში

თბილისი, 10 დეკემბერი. საქართველოში   2021 წლის მესამე კვარტალში კომპიუტერის მომხმარებელთა ის  წილი, რომლებიც  სხვადასხვა სახის კიბერშეტევებს ექვემდებარებოდნენ,მკვეთრად შემცირდა.  „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემებით, მომხმარებელთა 0.2%-მა განიცადა  მავნე ფინანსური  პროგრამების შეტევები, რაც   2020 წლის ივლის-სექტემბრის მაჩვენებლის ნახევარს უდრის. 

კლების ტენდენცია შეინიშნება კრიპტოგრაფ-გამომძალველთა პროგრამების შეტევების კუთხითაც, რაც ქვეყანაში მომხმარებელთა 0,08%-ს შეხვდა მესამე კვარტალში, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ასეთი მომხმარებლების წილი 0,2% იყო.

საქართველოში კიდევ უფრო შემცირდა  იმ მომხმარებელთა წილი, რომლების  ფარული კრიპტომაინერების  თავდასხმებს დაექემდებარნენ: თუ მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში ეს იყო 0,28%, 2020 წლის მესამე კვარტალში 0,89% გახდა.

რაც შეეხება ინტერნეტზე თავდასხმებს (ვებ თავდასხმებს), 2021 წლის ივლის-სექტემბერში ისინი დარეგისტრირდნენ  კომპიუტერთა  მომხმარებლების  3,56%-თან, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი ადგენდა  6,06%-ს.  2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყანამ მე-9 ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მომხმარებლებიც  ყველაზე ხშირად ექვემდებარებოდნენ ვებ შეტევებს.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ადგილობრივი საფრთხეების არეალშიც (მავნე პროგრამა, რომელიც ხვდება მოწყობილობებში სხვადასხვა მოსახსნელი მედიიდან, მაგალითად, USB -ფლეშკიდან  ან მეხსიერების ბარათებიდან): მომხმარებელთა წილი საქართველოში, რომლებიც ხვდებოდნენ ადგილობრივი საფრთხეების შეტევებს, 2020 წლის მესამე კვარტალის   18,44%  მონაცემიდან  მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,13%-მდე შემცირდა.

იმისათვის, რომ არ გახდნენ კიბერშეტევების მსხვერპლი, კომპანიის ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ  პერსონალურ მომხმარებლებს, რომ  არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე  სოციალურ ქსელებში, ფოსტაზე და მყისიერ მესინჯერებში და სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ნებისმიერი მომგებიანი შეთავაზებით შეტყობინებების მიმართ, გამოიყენონ სხვადასხვა ძლიერი პაროლი ყველა ანგარიშზე და მათ მოწყობილობაზე დააინსტალირონ  საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტილებები.

კორპორატიულ მომხმარებლებს ურჩევენ რეგულარულად ჩაატარონ ტრენინგები თავიანთი თანამშრომლებისთვის  კიბერცოდნის ამაღლების მიზნით, სადაც მათ შეეძლებათ გამოიყენონ ციფრულ გარემოში უსაფრთხო ქცევის პრაქტიკული უნარები, შექმნან სარეზერვო ასლები და დაშიფრონ ფაილები დამატებითი დაცვისთვის მოწყობილობის დაკარგვისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში, რეგულარულად განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა. რადგანაც ასეთ განახლებებში  დეველოპერები აგვარებენ იმ დაუცველობას, რომელიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა, გარდა ამისა კომპლექსური დაცვისათვის გამოიყენობ მარტივად სამართავი და შემოწმებული უსაფრთხოების ფუნქციის მქონე შესაფერისი გადაწყვეტილება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია