fbpx

საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ იგრძნობენ-გიორგი გახარია

საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ იგრძნობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

“საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

საქართველოში არის სულ 1 700 000 აბონენტი, აქედან 1 600 000-მდე აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების ოჯახების სრულად იქნება ნაზარდი ფასის ელექტროენერგიაზე სუფსიდირებული.

ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, საქართველოს მოსახლეობას ექნება კიდევ სხვა, საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები და ტარიფის ზრდა ელექტრო ენერგიაზე დამატებით გამოწვევა არ უნდა გახდეს”, – განაცხადა გახარიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება