fbpx

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში
მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა
ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიას შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და
ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის მიმართულებები.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების
გარემოზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში ქართული მხარის კონტრიბუციის
მნიშვნელობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება