fbpx

საქართველოს ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

შარლ მიშელი, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის “ასოცირებული ტრიოს” ფარგლებში შეთანხმება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება