fbpx

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პუგლისს უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პუგლისს უმასპინძლა.
შეხვედრას საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დაესწრო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება