fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარი პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსებით, ადგილობრივი აგრო-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფელ ჯიხაიშში, სერგეთის მინდორის მიმდებარედ, სოფელ კორმაღალსა და ღანირში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. აღნიშნულ ლოკაციებზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება სოფელ გომმუხაყრუაში. ,,სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება პრიორიტეტულია და ,,სრიგპ” შესაძლებლობას იძლევა ადგილობრივ მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანის პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება ხელს შეუწყობს საოჯახო მეურნეობებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანის და რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდას.” რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, მიმდინარეობს ამირან კალაძის ქუჩაზე არსებული ჩიხებისა და შესახვევების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწესრიგება. ამით დასრულდება ამირან კალაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. შუქრი ხუჭუა – ,,ა. კალაძის მე-8 ჩიხის მცხოვრები – ,,არასდრის ამ ქუჩაზე კაპიტალური გზა არ ყოფილა. მივმართეთ მერს, დავით ბახტაძეს განცხადებით და ხედავთ დღეს აქ გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.” ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული რესპუბლიკის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი, რისთვისაც ადგილობრივებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვეს. დღესვე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს .დავით ბახტაძე- ,,სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება პრიორიტეტულია და ,,სრიგპ” შესაძლებლობას იძლევა ადგილობრივ მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანის პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება ხელს შეუწყობს საოჯახო მეურნეობებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანის და რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდას.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება