fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები წესრიგდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომში, მე-8 უბანში ადგილობრივი მნიშვნელობის გზა წესრიგდება.

ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბახტაძე- ,,გომის თემში წელს მასშტაბურ სამუშაოებს ვახორციელებთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება და გომის თემის მსგავსად ის სხვა ლოკაციებზეც განხორციელდება. პრობლემის მოგვარებით ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.”

მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დღეს სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა მერის წარმომადგენელი გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი ზაზა ნიკოლეიშვილი და საკრებულოს დეპუტატი ჯონი თევზაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება