fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ბეჟან ჩხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა

ჭადრაკის ტურნირს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატში ერთმანეთს სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მოჭადრაკეები დაუპირისპირდნენ.

პირველი ადგილის მფლობელი სიმონ ხაჟალია გახდა, მეორე ადგილს გივი გოცაძე დაეუფლა მესამე ადგილი კი ბესარიონ ლეჟავამ დაიკავა.

ტურნირის მიმდინარეობას ესწრებოდნენ ბეჟან ჩხაიძის ოჯახის წევრები. მათი განცხადებით, აღნიშნული ტურნირი ქალაქისთვის კარგი წამოწყებაა.

ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს, მარიამ ბელთაძეს თასი და სიგელი ბეჟან ჩხაიძის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებულებს წარმატებები უსურვა.

დავით ბახტაძე- ,,ჭადრაკი სპოტრის სახეობებს შორის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. მომწონს, რომ მისით ახალგაზრდები ინტერესდებიან და უფროსი თაობის წარმომადგენელთა გამოცდილებას იზიარებენ. ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ მსგავს წამოწყებებს და ღონისძიებებს, რათა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხელი შევუწყოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულების განვითარებას.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება