fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით დედამიწის დღესთან დაკავშირებული საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია გააცნეს.

ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ემსახურება მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდასა და საკუთარი ქცევის შეფასებასა და შეცვლას გარემოს სასარგებლოდ. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრად წიგნები გადასცა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება