fbpx

სამტრედიის მერმა მერი არაბიძეს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილესთან, გია მეიშვილთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, მერი არაბიძეს, 18 – 29 მარტს მონტენეგროში მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული მიულოცა. დავით ბახტაძე- “მინდა მივულოცო ყველას ეს წარმატება.

ჭადრაკში გამარჯვებებით მერისგან ყოველთვის განებივრებულები ვიყავით. მერიმ ამჯერადაც უდიდესი წარმატების მოპოვება შეძლო. ვამაყობთ, რომ ეს უნიჭიერესი მოჭადრაკე სამტრედიიდან არის.” მერი არაბიძე – “გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ ქალაქს და ბატონ დავითს გულთბილი მიღებისთვის და მოლოცვისთვის, ეს ყველაფერი დამატებით სტიმულს მომცემს და სამომავლო გამარჯვებებში დამეხმარება”.

შეგახსნებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება. მერის კარიერაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 14 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან ექვსი ოქროს მედალია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება