26 მაისის ღონისძიებების განრიგი 12:00 სთ-დან სამხედრო ტექნიკის გამოფენა,რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია. 12:00 – 14:00 სთ სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერი. 12:00 სთ-დან ადგილობრივი მხატვრებისა და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერი. 14:00 – 16:00 სთ ქართული ჭიდაობა (ფალავნობა).ჩხეიძის ქ. # 1 საჭიდაო დარბაზი. 16:00 სთ-დან ილორის იპოდრომი. დოღი ოთხ დისტანციაზე, ისინდი, ცხენბურთი ყაბახი. 17:00 – 19:00 სთ ეროვნული გმირის ი. ქუთათელაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სათადარიგო სტადიონი. 19:30 სთ-დან ამსამბლ „ქართული ხმების“ გალა კონცერტი. რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერი.