fbpx

სამტრედიაში წლის ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოეს

მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დღეს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დამსახურებულ და ღვაწლმოსილ სამტრედიელთა და წლის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილოდოების ცერემონია გაიმართა.

დავით ბახტაძე ,,2022 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა სამტრედიელთათვის. დღევანდელ ღონისძიებაზე შევეცადეთ გამორჩეულ მოღვაწეთა შორის საუკეთესოები მოგვეწვია და ამით კიდევ ერთხელ გამოგვეხატა ჩვენი ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენი პატარა ქალაქის სახელი ქვეყნის საზღვრებს გააცილა და მსოფლიოსთვის ცნობილი გახადა. ვფიქრობთ, ეს იქნება სტიმული სამომავლო წარმატებებისა. მადლობა ასეთი ერთგული და თავდაუზოგავი საქმიანობისთვის.”

რიგით მე-8 დაჯილდოების ცერემონიას იმერეთის გუბერნიის და საჯარო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება