fbpx

სამტრედიაში ღვაწლმოსილი პედაგი დააჯლდოვეს

პროფესიული დღე გომის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, დღეს, გაკვეთილის მიმდინარეობისას მიულოცეს.

52 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგს, ნარგიზი თევზაძეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ ხარძიანმა, მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სამახსოვრო სამკერდე ნიშანი თავად შეაბნია. ,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის მაჯისცაზე უდევს ხელი. თქვენი ღვაწლი შეუფასებელია თითოეული ჩვენგანისთვის,” აღნიშნა თინათინ ხარძიანმა.

პედაგოგს დღევანდელი დღე მოულოცეს მუნიციპალიტეტის მოადგილემ, გიორგი მეიშვილმა, რესურსცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრე თევზაძემ და საკრებულოს დეპუტატმა გომის ადმინისტრაციული ერთეულიდან, ჯონი თევზაძემ.

პედაგოგის გამოცდილებასა და ღვაწლს ხაზი გაუსვა სკოლის დირექტორმა, მაყვალა თევზაძემ, თუმცა დღევანდელი გაკვეთილი არ დაავიწყდებათ მოსწავლეებს და თავად პედაგოგს. ,,უღრმესი მადლობა ამ ყურადღებისთვის, სიყბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ. 52 წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მასწავლებელმ მუდმივად სიახლეებს უნდა აუწყოს ფეხი. სხვაგვარად განვითარება წარმოუდგენელია,” აღნიშნა მარგიზი თევზაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება