fbpx

სამტრედიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.

დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ეს არის, საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების, მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგოც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე.

დავით ბახტაძე- ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება. სამტრედიში განხორციელებული ყველა პროექტი, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებზე არის მორგებული.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება