fbpx

სამტრედიაში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტს სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მთავრობის დადგენილებით სტიქიის ფონდიდან 345 000 ლარი გამოეყო და მიმდინარეობს სამუშაოების შესყიდვის პროცედურები. მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში მოუგვარდება.

ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი კორპუსების და კერძო სახლების სახურავები დაზიანდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ზარალის საერთო ღირებულება 366 000 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წერეთლის ქუჩაზე N2 ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მოსახლეობას შეხვდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება