fbpx

სამტრედიაში სკოლის და ე.წ ხდკ უბნის განახლება მიმდინარეობს

სამტრედიაში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2026 წლებში, მასშტაბური ღონისძიებები დაიწყოს.

პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 800-მდე სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80-მდე სკოლა.

სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები მიმდინარეობს. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გია და კომპანია” ასრულებს.

ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიან კორპუსს სრულად უწერსრიგდება ფასადი. ამავე უბანში ცენტრალური გაჩერების და სკვერის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

სამეგრელოდან ქალაქის შემოსასვლელი ავტოსადგურის ტერიტორიამდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე ღობეები, რაც ქალაქის იერსახეს ფუნდამენტურად შეცვლის.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქარაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურა გოგიასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

როგორც თვითმმართველობის წამრომადგენლებმა აღნიშნეს სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება