საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტის ფარგლებში სამტრედიაში მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 450 მოსწავლეზე გათვლილი მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს.
სკოლის მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და ადგულობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სრული რეაბილიტიცია ჩაუტარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მე-12 საჯარო სკოლას. სრულად რეაბილიტირდა ჩხენიშის საჯარო და სამტრედიის პირველი საჯარო სკოლები. რეაბილიტირდა მე-2 საჯარო სკოლასთან შერწყმული საგანმმანათლებლო დაწესებულება.
აღნიშნული სკოლები შშმ პირთათვის არის ადაპტირებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია.