სამტრედიაში კიდევ ერთი ახალი სპორტული სივრცე, ჯიხაიშში ბუნებრივ საფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო

საფეხბურთო მოედნის გახსნის დღეს საფუძველი ჩაეყარა პოლიკარპე მიქაძის სახელობის ტურნირს. წლევანდელი ასპარეზობის გამარჯვებული სერგეთის უბნის გუნდი გახდა.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი და სხვადასხვა სპეციალური პრიზი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება