fbpx

სამტრედიაში იანეთის ადმინისტარიცულ ერთეულში ახალი ბაგა-ბაღი შენდება

სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან ერთად, იანეთის და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის, სკვერის და გზის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 1 774 000 ლარით ფინანსდება. ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი. “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში #ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და დასასვენებელი პარკი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გლობალ სტანდარტ მშენი” ასრულებს. პარარელურად კაპიტალური გზა ეწყობა სოფელ #ჩხენიშში ე.წ ,,გიგინეიშვილების” უბანში. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,ლატექსი” ასრულებს. ☑️გეგმა- გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიანი კორპუსის ფასადების, ცენტრალური გაჩერების და სკვერის რეაბილიტაცია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება