fbpx

სამტრედიაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სამტრედიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ დეტალურად განიხილა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ეტაპებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

სემინარს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და იძულებოთ გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“– ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება