fbpx

სამტრედიაში დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

დღეს თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში. მინი ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ. ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე, თედო კაკულიას მამა ბეჟან კაკულია და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ. დავით ბახტაძე – ,, თედო იყო საამაყო და წარმატებული ახალგაზრდა, მისი სახელის უკვდავსაყოფად აღნიშნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ახალგაზრდებში მაქსიმალურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რისთვისაც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება. მომავალში სპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გატარდება.” ტურნირი ტარდება საზოგადოება ,,სამტრედიელის,, ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის ორგანიზებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება