fbpx

სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი ჩატარდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.
საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრები.

ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო
ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და მოსიარულე ორკესტრის შოუ.

საღამო ჯგუფი ,,მგზავრების“-ს კონცერტით და გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება