fbpx

სამეგრელოში ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს

სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს. ფოთში დაზარალებული ოჯახებისთვის გადასახური მასალის გადაცემის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. გიორგი გუგუჩიას განცხადებით, დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესში მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება. 

გიორგი გუგუჩია ფოთამდე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მოხდა ზარალის აღწერა და მოსახლეობის დახმარება მყისიერად განხორციელდება. 

დაზარალებული ოჯახების დროებითი გადასახური მასალებით უზრუნველყოფა ხობის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ წუხელვე მოხდა, წუხელვე გაიწმინდა გზები წაქცეული ხეებისან, ამჟამად სოფელში ელექტრო ენერგიის აღდენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება