fbpx

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში
თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის
ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის
მშენებლობა. კერძოდ, დასრულებულია საფუძვლისა და ხიმინჯების
მოწყობა, ასევე, მიმდინარეობს მე-2 სართულზე დიაფრაგმების
ყალიბების მოწყობა.
პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი
ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია
იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-
ნაგებობა გვაქვს. ამ მისამართზე სამსართულიანი ავარიული
საცხოვრებელი კორპუსი იყო. ქირით გაყვანილი გვყავს 36 ოჯახი.
ოქტომბერში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ამ ადამიანებს
ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
გარდა ამისა, 10 ბინა გადმოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში,
რომელსაც გადავცემთ უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებს“, –
განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა
სამხარაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება