fbpx

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას, რომლის სიგრძე 2 600 მეტრია, სრულირეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურისგანვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, 2025 წლის მარტშიდასრულდება.„ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ უკვეგანახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე,შეიცვლება გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები, ხოლო საჰაერო სადენები,როგორც ეს ყველა მსგავსი პროექტის განხორციელების დროს ხდება, მიწისქვეშაკაბელ-არხებში განთავსდება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისითმნიშვნელოვანია. მოეწყობა ტროტუარი და გადასასვლელი კუნძულები, ხოლოსაავტომობილო გზაზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. საგზაოინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა მოსაცდელები დაჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ზოგადად, აღნიშნული ქუჩა იყო მძიმემდგომარეობაში, საჭიროებდა განახლებას, მოწესრიგებას, ამიტომ, ამ პროექტისგანხორციელება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.აღნიშნული სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, ემირ ბურჯანაძისქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება