fbpx

დავით ბახტაძე- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ინტერესებს პასუხობდეს განხორციელებული პროექტები

სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფარსტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის გზა იგება ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ ქუჩაზე. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული შპს,,ლატექსი” ასრულებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს ეფუძნება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში ჩატარდა. დავით ბახტაძე: ,,აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი პროექტები მოსახლეობასთან შეთანხმებით ხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესი გათვლილია ადგილობრივების დასაქმებაზე. ჩვენთვის მთავარია, რომ მოსახლეობის ინტერესებს პასუხობდეს განხორციელებული პროექტები” ამ ეტაპზე მერმა განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურილი პროექტები შეამოწმა ეწერი: ⚪კეჭინარში მოსაცდელის რეაბილიტაცია. ⚪ ოჭოფაში წყაროსთან არსებული სკვერის მოწყობა. ⚪ჯიქთუბანში საწრეტი არხის გაჭრა. დაბა კულაში: ⚪მინი სტადიონზე ხელოვნური საფარის დაგების პროცესი. ნაბაკევი: ⚪ნაბაკევის საბავშვო ბაღის წინ არხში ბეტონის კონსტრქციების მოწყობა. ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ლაშა თევზაძის ქუჩაზე კაპიტალური არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება