fbpx

სად ერეკლე პაპა, სად კიდე „ბაყაყა“ ლევანა?!

რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილზე ერთმა ქალბატონმა მომწერა, ბატონო გელა, მაგ ადამიანს გამომეტყველებასა და ფიზიონომიაზე ნუ დასცინით, არ გეკადრებათ, ბუნებამ დაჩაგრა, ყველა ალენ დელონი ვერ იქნებაო. ამ წერილმა ჯერ დამაფიქრა, შემდეგ კი სინდისმაც დამქენჯნა – მართლაც, ბოლოს და ბოლოს, ყველა ალენ დელონი, ჟერარ დეპარდიე, პიერ რიშარი, ჟან-პოლ ბელმონდო, ან კიდევ ჟან გაბენი ხომ ვერ იქნება? რასაკვირველია, ვერა, ეს შეუძლებელია და მეც დაუნდობლად მივადგები ხოლმე – ხან ბაყაყს ვეძახი, ხან სელაპს, ხან მოხარშულ თევზს, ხან ბეჰემოტს. ერთ ხანობას ვიფიქრე, მოდი, მის გამომეტყველებას და ფიზიონომიას ხაზს აღარ გავუსვამ, მხოლოდ მის არაადამიანობაზე ვილაპარაკებ-მეთქი, მაგრამ ვატყობ, საკუთარ თავთან დადებულ პირობას ვერ ვასრულებ. რეიზა ვერ ვასრულებ? იმიზა, რომე… აგერ, გამოვარდა ბატონი ლევანა კეზერას თუ ჭუტლექსას „ტელეროზში“ (ეგრე ეძახდა ბებიაჩემი) და გიორგი ვოლსკის გადასწვდა, ამ ტიპის გამომეტყველებაა საკმარისი, რომ საქართველო არსად მიიღონო:
„ყველამ ყველაფერი თქვა, ვოლსკის გამომეტყველებაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო არსად მიიღონ. ამ კაცს სახეზე აწერია, რომ მართავს საბჭოთა კავშირი. სახელოვანი წინაპრის შვილიშვილია, ბათუმს დღემდე ახსოვს, გაქართველებული პოლონელი ვოლსკი, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა, მაგრამ როგორც ჩანს, გადაგვარება ყველგან ხდება, არა მხოლოდ ბაგრატიონებში ხდება, სხვაგანაც ხდებოდა“.
დიახ, ჯერ კიდევ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა თქვეს, კარგი და ცუდი ყველგან არიო, „დაჟე“ ბაგრატიონებშიცო… თუმცა, ბერძენიშვილებში სუ კარგები არიან, ეს ერთადრეთი გვარია, სადაც ცუდი არ არსებობს, რადგან მათ ბატონი ლევანი ჰყავთო – ყოფილი პოლიტპატიმარი, ბოლშევიკების რისხვა, ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი (მთელი ცხოვრება არისტოფანეს შემოქმედებას „კვლევებულობს“, თან ვითომ თარგმნის), პოლიტიკოსი, ლექტორი და ასე შემდეგ… ექსპერტობაზე, ჩამშვებობაზე, აზრთა შეცვლის ოსტატობაზე, ვირეშმაკობასა და ტრაკის თამაშზე არაფერს ვამბობ, ეს მისთვის დიდად უბრალო და ჩვეულებრივი პროფესიები გახლავთ.
ესე იგი, უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, „სელაპა“ ლევანას გიორგი ვოლსკის გამომეტყველება და განცხადებები არ მოსწონს, თურმე ამ კაცს სახეზე აწერია, რომ მართავს საბჭოთა კავშირი. დიახ, „ბაყაყა“ ლევანა ამტკიცებს, ვოლსკის სახეზე აწერია, რომ საბჭოთა კავშირი და კონკრეტულად ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი მართავსო. ასაცილოა პირდაპირ, ალბათ გახსოვთ ფარული ჩანაწერი, სააკაშვილის გაჩალიჩებული, 2007-ში რუსეთის საელჩოს მაღალჩინოსანს ანგარიშს რომ აბარებდა და პირდებოდა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ ისურვებთო. ეს არაერთგზის დანომრილი აგენტი გიორგი ვოლსკიზე იძახის, საბჭოთა კავშირი მართავსო. ხალხო, საბჭოეთი ვის მართავდა და საბჭოეთთან ვინ თანამშრომლობდა, ეს მთელმა საქათველომ იცის. აგერ, მე განზე გავდგები და ცოტა ხნით „რინგს“ პოლიტიკის მეცნიერაბათა დოქტორს, ლევან ნიკოლეიშვილს დავუთმობ:
„შენს სურათს რომ თელავში, „უბორნიის“ (ამ შემთხვევაში, ტუალეტისა და საპირფარეშოს ეს სიტყვა ჯობია!) შესასვლელთან ჩამოკიდებენ, თან გამვლელ-გამომვლელი იმას რომ იტყვის, სად ერეკლე და სად „ეს ისაო“, თუ სინდის-ნამუსი გაქვს, ხმა აღარ უნდა ამოიღო… მაგრამ ლევან ბერძენიშვილი და სინდის-ნამუსი რომ ვერ თავსდებიან ერთმანეთთან, ესეც ცხადია. ძმის ჩამშვები, მერე საბჭოთა კგბ-სა და კომუნისტური პარტიის უკანალის მკოცნელი, ჯერ „ნაცების“ მხარდამჭერების ჯალათებად, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ ავადმყოფებად მომხსენებელს აშკარად ფსიქიკური გადახრები უნდა აწუხებდეს. ერეკლე მეორეს, ხალხის უსაყვარლეს მეფეს, პატარა კახის მოღალატეობას რომ დასწამებს, მერე დავით აღმაშენებლის შვილებსა და შვილიშვილებს იდიოტებს უწოდებს, იმ არსებას, წესით, ჭკუა არ მოეკითხება. ახლა პიროვნულ და პირად შეურაცხყოფაზეც გადადის – სავარაუდოდ, პოპულარობისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით (მისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელობა არ აქვს, კაცად მოიხსენიებენ თუ არაკაცად!). დიდი სურვილი შეჰყრია, ვინმემ (მინიმუმ) ყურის ძირში გაულაწუნოს. მერე ნახეთ ამბავი და კივილ-წივილი, პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულის მანტიის შემოსხმა, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე ლაპარაკი ლომჯარიას თუ მისი მიმდევრების მხრიდან. ამიტომ, ყველას გევედრებით, ვინმეს ხელი არ წაგიცდეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიღაცა იტყვის, კაცი გალახესო. მისთვის კი კაცად მოხსენიება ძალიან დიდ პატივი იქნება“.
დიახ, შეიძლება ვინმემ კაცად მართლაც მოიხსენიოს, მაგრამ 99%-ით დარწმუნებული ვარ, არავინ მოიხსენიებს, მას აუცილებლად უწოდებენ გამხმარ ნეხვს. სანამ ბატონი ლევანი გიორგი ვოლსკის მიადგებოდა, ჩვენი დიდებული მეფის, ერეკლე მეორის ხსოვნასთან შეჩერდა, ვინაიდან რუსებთან ტრაქტატი გააფორმა, მოღალატედ უნდა შევრაცხოთ, სანამ ამას არ ვიზამთ, მანამ არაფერი გვეშველებაო. თუ ბატონმა ვოლსკიმ „სელაპა“ ბერძენიშვილს საკადრისად უპასუხა, ერეკლე მეორემ საპატიო მიზეზის გამო დუმილი არჩია. თუმცა მას იმდენი დამცველი გამოუჩნდა, ამ რიცხოვნობის ხალხი ომში რომ ჰყოლოდა, გეორგიევსკის ტრაქტატი აღარ დასჭირდებოდა.
გიორგი ვოლსკი: „ბედი არა მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება კაცს“!
აბა, კაცო, მაგას ლევან ბერძენიშვილი კი არა, ლევან დელონი უნდა ერქვას, უბრალოდ მის მშობლებს შეეშალათ. დელონები არიან ეგენი, დელონები სოფელ ყიზილაჯლოდან.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო… „ბაყაყა“ ლევანა ერეკლე მეორეს მიადგა, მოღალატედ უნდა გამოვაცხადოთო, ამაზე ზემოთაც მოგახსენეთ. ჰოდა, მე რომ მეგონა, მომდევნო დღეებში გამოვა და ბოდიშს მოიხდის-მეთქი, პირიქით მოიქცა, ჟიჟილაანთ ქალს დაუჯდა და ისაო, ერეკლე მეორეს ილია ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილიც აკრიტიკებდნენ, ეხლა ეგრე გამოდის, როცა მე მლანძღავთ, ილიას და ნიკოლოზსაც ლანძღავთო. „სელაპა“ ლევანა გვაგოიმებს, მაგას ჰგონია, წერა-კითხვა სხვას არ ეხერხება, მარტო თვითონ იცის. არა, თვითონ რა ჩემი ფეხები იცის, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.
ეს ადამიანი აყალბებს ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას ერეკლე მეორისადმი… მისი თქმით, ილია თურმე ვერ იტანდა ერეკლეს. არადა, პირიქით, ის 1900 წელს წერდა, რუსეთმა გვიღალატა და ამიტომ არ ღირს ტრაქტატის ხელმოწერის თარიღის საზეიმოდ აღნიშვნაო. დიახ, განა ჩვენც მაგას არ ვამბობთ, რომ რუსეთმა გვიღალატა და საქართველო აამტუტა? განა ჩვენი წინაპრებიდან ბევრი მაგას არ ჩიოდა? გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერამდე ერეკლე მეფემ ელჩები გაგზავნა ავსტრიაში, საფრანგეთში, რომის პაპთან, მაგრამ უშედეგოდ და ეს ხდებოდა 1780-1781 წლებში, 1783 წელს კი ტრაქტატი გაფორმდა, სადაც დაპყრობასა და ავზნიანობაზე არაფერი ეწერა, არც ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე მოუწერია ხელი ერეკლე მეორეს და არც სამეფო ოჯახის გადასახლება-აწიოკებაზე. ბატონ ლევანას ძალიან უყვარს არა მხოლოდ საკუთარი ისტორიის დამალვა, არამედ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ნააზრევ-ნაფიქრალის მიჩუმათებაც. თვითონ რა ისტორია და წარსული აქვს? არაფერი, მაგის `განავალ~ გზაზე მხოლოდ გული თუ აგერევა, მაგრამ წეღანაც გითხარით, თავი გაბრექილი კიტრი ჰგონია. ახლა დასჭირდა და თავი ილია ჭავჭავაძესაც გაუტოლა, ერეკლე მეორეს ისიც ლანძღავდა, გამოდის, მე და ილიას გვებრძვითო? რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ასეთ რამეს იდიოტი თუ იტყვის.
ისე, ვერც იმას დაგიმალავთ, კახელების იდეა რომ მომეწონა – მისი ფოტო ჩარჩოში ჩაუსვამთ და თელავის „ცენტრალური“ ტუალეტის შესასვლელში „ჩამოუკიდნიათ“. დიახ, მომწონს, ვინც ჩემ სახელოვან წინაპრებს შეურაცხყოფს და მოღალატეებად გამოაცხადებს, ყოფას ვუტირებთ!
ბოლო დღეებში ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ გამოთქვა აზრი, ეგებ დოყლაპია ლევანას ლექტორობა აეკრძალოსო? ეგებ აუდიტორიაში მისი შეშვება დიდი ბოროტებააო? საზოგადოების ერთმა ნაწილმა სხვანაირი პოზიცია არჩია, იყოს, ეგდოს, მისი მოკვეთა ისევ ე.წ. ლიბერალების წისქვილზე დაასხამს წყალს, ვისაც მისი მყრალი პირიდან განათლების მიღება უნდა, ღმერთმა შეარგოსო. ამას წინებზე კეზერაშვილის „წმინდა“ ამბიონზე გადმომდგარიყო (ეს ჩემისა) და წყალში გაკუებულივით ბუყბუყებდა, მე შეიძლება ბევრ სტუდენტს არ ვუყვარვარ, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, ვისაც ვუყვარვარო? ან კი სიყვარული რა საჭიროა, მთავარი ხომ თავისუფლებააო? აი, მე კი ნამდვილად თავისუფალი ვარ, უმაგისობას არ ვუჩივიო.
მმმუუუაჰაჰაჰაჰა!
„ბაყაყა“ ლევანა იძახის, თავისუფალი გახლავართო, თავისუფალიო, ლაჟვარდოვანი და გამჭვირვალეო. სინამდვილეში არც ერთი არ არი, უკვე გითხარით და ვიმეორებ – ერთი გულისამრევი ბოგანოა!

“საერთო გაზეთი”

გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია