fbpx

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ
პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები, ორივე ქვეყნის მიმართულებით,
კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის, 18
სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე, სგპ,,ყაზბეგის”
მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგზაო-
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, ორივე ქვეყნის მიმართულებით,
შეჩერებული იყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე
სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის
პროცედურები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება