საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულმხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სრული დაცვით, ამ მიმართულებითაც ვრცელდება ინსტიტუციის დამაზიანებელი უსაფუძვლო ბრალდებები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესის ირგვლივ გაკეთებული ასეთი შეფასებები მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს.მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით,ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზედაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს და არჩევნებისმთლიანობას. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია საარჩევნო პროცესებიდან პოლიტიკური დისკურსისდა გავლენების აღკვეთისაკენ. ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია ჩართული მხარეების ობიექტური მხარდაჭერა და არა წინასწარი წარმოდგენებისა დაარასწორი აღქმების შექმნა, რაც უფრო მეტად დააზიანებს საარჩევნო გარემოს.არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულმხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონარჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ამასთან,სურვილის შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მზადარის შესაბამის დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის, რათაკითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაციაყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად ახორციელებს. ჩვენი მხრივ,ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვისმივაწვდით მათ ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას.