fbpx

სააკაშვილს არავინ კლავს შიმშილით, 7 ქილა თაფლი უყიდია (შვიდი ქილა თაფლი ვინი პუხს არ ჰქონია განჯინაში)-ლევან ლორთქიფანიძე

ლევან ლორთქიფანიძე-

სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მისი ფანატიკოსი მიმდევრები თუ ლატენტური თაყვანისმცემლები მონდომებით ცდილობენ რამდენიმე ყალბი მოსაზრების დამკვიდრებასა და გაბატონებას! მათი ფარისევლობისა და ღია ტყუილის გაზიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი ადამიანებს ჩამორჩენილებად, ბნელებად, შურისმაძიებლებად აცხადებენ და დასცინიან. დაცინვის ორგანიზებაში კი უკვე ბრწყინვალედ არიან გაწაფულნი… ეგომანიაკი ფსევდოინტელექტუალები სპეციალურად შექმნილ და წლობით ნასაზრდოებ „ჩატებსა“ თუ ჯგუფებში უკვე კარგად დამუშავებულ, გაბრიყვებულ, ზრდილობისა და შინაგანი ღირსების ნატამალის არმქონე ქვეშევრდომებს დაგეშავენ და მიუქსევენ ხოლმე განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს… შესაბამისად, გარიყვის, სოციალური ქსელის შუაგულში აღმართული აუტოდაფეს შიშით ზოგი დუმს, ზოგიერთი კი ისეთ სისულელეებს ამბობს, რომლისაც თავადაც არ სწამს (არაერთს ბავშვობიდან ვიცნობ და გულწრფელად მეცოდებიან ))))მოდით, რამდენიმე მიშისტური თეზისი დავაკომენტაროთ:1) „სააკაშვილს პიჯაკებისა და შეწყალების გამო დევნიან“ ადამიანის შეწყალება დანაშაული არ არის. დანაშაული არის ის, როდესაც შს მინისტრის ცოლთან შეტლიკინების გამო პოლიციელები ახალგაზრდა კაცს სხეულს დაუფლეთენ, დაუსერავენ, მოკლავენ, შემდეგ კი ტყეში, თოვლში დააგდებენ. შენ კი საზოგადოების რეაქციის, ხელისუფლების შერყევის, პასუხისმგებლობის გეშინია, ამიტომ დანაშაულის დაფარვის მიზნით მკვლელებსა და სადისტებს ეუბნები – ცოტა ხნით ციხეში ჩაჯექით, სასათბურე პირობებს შეგიქმნით და ლუქსს მოგიწყობთ, ხანდახან გაგათავისუფლებთ კიდეც ქალაქში და ნათესავებში სასეირნოდ, ორ წელიწადში კი შეგიწყალებთ და გარეთ გამოგიშვებთ. კაცმა დანაშაულის დაფარვის მიზნით სქემა შექმნა, სადისტებსა და მკვლელებს სასჯელი თავიდან აარიდა და მისი მცველები გვიმტკიცებენ ჰუმანიზმისა და მაღალი სულიერების, შენდობის გამო სჯითო…თავმოყვარე პრეზიდენტი თავისი ჯიბიდან იყიდის პიჯაკს, ეს ისე … სამოსის ყიდვისა და აფთიაქში „გუტალაქსის“ ამოსატანად ადმინისტრაციის თანამშრომლის გაგზავნის გამო მას არავინ ედავება. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ საიდუმლო განკარგულებებით ფულის გადარიცხვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის. საიდუმლოდ გადარიცხული თანხით ხან შვილის სწავლის ფულს იხდიდა, ხან კოსმეტიკურ პროცედურებს უფინანსებდა ოჯახის წევრებს, ხან დასვენებისა და გართობის ხარჯებს უნაზღაურებდა ახლობლებს, ხან ესპანელი მზარეულები ჩამოყავდა, ხან ვარცხნილობის შეცვლისთვის იძახებდა შორეული ქვეყნებიდან უცხოელ პარიკმახერებს … თითქოს ახლა გაიგეს, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს ქონებასა და რესურსებს იყენებდა ისე, თითქოს ბებიამისს დაეტოვებინოს მისთვის. თურმე, ეს ტყუილია, ჩვენ მოვიგონეთ და ბოღმა გვალაპარაკებს.ცხადია, სააკაშვილის მომხრეები არ იხსენებენ 7 ნოემბერს მიტინგის სასტიკად დარბევის საქმეს. რიყეზე შეკრებილები არც მოძრაობას აფერხებდნენ, არც რომელიმე შენობას არბევდნენ, არც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. მოვიდა სპეცრაზმი და არაპროპორციული ძალის გამოყენებით გასრისა ხალხი, გადაუარა და გადაჯეგა უმწეო ადამიანები… თურმე, ამ საქმეზე პასუხისმგებლობა არავის უნდა დაეკისროს. პატარკაციშვილების ოჯახი წინა მთავრობის დროს არ გაატყავეს? არ ჩამოართვეს ქონება? არ დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი“? პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე ვინმე შეძლებდა ქვეყნის უმსხვილესი ოლიგარქის დაქვრივებულ-დაობლებული ოჯახის გაძარცვას? ესეც პიჯაკების საქმეა?თუ ვალერი გელაშვილი არ მიიყვანეს სიკვდილამდე? თუ პოლიტიკური ოპონენტისთვის თავ-ყბისა და რძვალ-რბილის გაერთიანება, ცხვირ-პირის ამონაყვა დანაშაული არ არის?და კიდევ რამდენ დანაშაულს ვერ მოუყარა თავი „ოცნების“ ბედოვლათმა, მშიშარა ხელისუფლებამ …2) „სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“პოლიტიკური პატიმარი არის ადამიანი, რომელსაც თავისი მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური პოზიციების გამო ავიწროვებენ და პროცედურული დარღვევების, „თითიდან გამოწოვილი“ ბრალდებების გამო მკაცრი სისხლის სამართლებრივი ბერკეტებით დევნიან. მაგალითად ნავალნი ავიღოთ. ალექსეი ანდრეევიჩის ბრძანებით ვინმე დაასახიჩრეს? მისი განკარგულების საფუძველზე არაპროპორციული ძალით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები? მკვლელებისა და სადისტების ციხიდან გათავისუფლების მიზნით თავისი უფლებამოსილებები ბოროტად გამოიყენა? ბიუჯეტიდან ცელულიტების დაშლის პროცედურები დაუფინანსა ძმაკაცს? ალექსეი ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ მოწამლულმა, სიკვდილის პირას მყოფმა პირობითი მსჯავრის რეჟიმი დაარღვია… მგონი, ნამდვილ პოლიტპატიმარსა და ფანატიკოსების მიერ პოლიტპატიმრად გამოცხადებული ყოფილი ავტორიტარი მმართველის დანაშაულებს შორის სხვაობა ცხადია!ამასთანავე, პოლიტიკური პარტიის ლიდერობა ადამიანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ყოფილი პრეზიდენტი კანონის მიღმა მდგარი პერსონა არ არის. 3) „ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორეს ციხეში შიმშილით ვკლავთ“სირცხვილია გამსახურდიასა და სააკაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა. ერთი ღამე სამეგრელოს რომელიღაც სოფელში გაატარებინეს, მეზობლებს შორიდან დაანახეს მისი მოჩვენება, რათა მერე ეთქვათ ხალხმა არ გასცაო, ლამის ბესარიონ გუგუშვილი მიუწვინეს გვერდით, ოღონდ საზოგადოების რიგ ფენებში — მცდარ ასოციაციებზე — ფიქრი აღეძრათ.ბ-ნ გამსახურდიას ქვეყანა არ გაუძარცვავს, სახელმწიფო რესურსების ხარჯზე ოჯახის წევრები არ გაუმდიდრებია, ესპანელი მზარეულები არ ჰყოლია, არც მკბენარა მასაჟისტებში იხდიდა ბიუჯეტის ფულს, ემიგრაციაში ყოფნის დროს ფუფუნებაში არ ცხოვრობდა და ხუთიათასევროიანი ბოტასებით არ ძუნძულებდა ამსტერდამის ტყე-პარკებში, არც გუდერმესის რაიონის პრეფექტობის გამო უთქვამს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, მის წინააღმდეგ სამი ინსტანციის სასამართლო არ ჩაუტარებით, განაჩენი არ ჰქონიათ გამოტანილი… თან არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილი ჯერ შევარდნაძის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო, შემდეგ შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი და რევოლუციამდე ორი წლით ადრე ჯერ კიდევ მისი გუნდის წევრი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს შევარდნაძე 11 წელი მართავდა, აქედან 9 წელი სააკაშვილი მისი მომხრე და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი გახლდათ. თენგო გოგოტიშვილის მსგავსი ანუ დემონის დეიდაშვილი თუ არ არის ადამიანი, სააკაშვილსა და გამსახურდიას ბედისწერას შორის სხვაობის აღმოჩენა არ გაუჭირდება.თან სააკაშვილს არავინ კლავს შიმშილით… 700 ლარიანი საკრედიტო ბარათიც აქვს, 7 ქილა თაფლი უყიდია (შვიდი ქილა თაფლი ვინი პუხს არ ჰქონია განჯინაში). ჯერ თაფლის ჭამა გამოცხადდა შიმშილობის ერთ-ერთ ფორმად. ლადო ვახტანგაშვილმა კარგად აღნიშნა, ხვალ ალბათ ტარტალეტკების მირთმევაც მალე ამნისტიას დაექვემდებარებაო… შიმშილობაშიც კი აფერისტობს კაცი. ისე კი, მოვუწოდებ, რომ მხოლოდ თაფლიანი წყლისა და შაქრიანი წვენების მიღებას თავი დაანებოს, ნორმალურად იკვებოს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. არ არის ქრისტიანული, ის ხომ დიდი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარი წაართვეს.არავის ტანჯვა და ავადმყოფობა არ გვიხარია.4) „მურუსიძის სასამართლომ უნდა გაასამართლოს მესამე პრეზიდენტი?!“მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დაწინაურების გამო „ქართულ ოცნებას“ უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი, დღეს თუ არა ხვალ მაინც, ხვალ თუ არა ზეგ … დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არასდროს აპატიებს მმართველ პარტიას ამ თავხედობას. უბრალოდ, ხალხს ძალა და ენერგია არ აქვს, რომ ამდენ უბედურებას ერთად გაუმკლავდეს.სანამ მურუსიძისა და ჩინჩალაძის კლანს არ მოვიშორებთ, არავინ არ გავასამართლოთ? თუ ჯიბგირები და ხულიგნები გავასამართლებინოთ კლანს და ექს-პრეზიდენტი არა? ანუ ვინც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს საფუძველი ჩაუყარა, ის არ უნდა გაასამართლოს ამგვარმა მართლმსაჯულებამ და ვისაც არაფერი აქვს საერთო ამ კლანის გაძლიერებასთან, ის უნდა მივუგდოთ უღირს მსჯაულებს? ძლევამოსილ პირებს პრივილეგიები მივანიჭოთ და ჩაგრულები, დაუცველები ჭაობში ჩავახრჩოთ… რომელ კარაბადინში კამოიკითხეთ ეს რეცეპტი?სააკაშვილის სასამართლო პროცესები საკმარისზე მეტ საერთაშორისო ყურადღებას მიიპყრობს, მის მიმართ უსამართლობის გამოვლენის გამო განგაშს ატეხენ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. მოკლედ, მისი დაჩაგვრა გაუჭირდებათ… თან სამი ინსტანცია გვაქვს, ევროპული სასამართლო არსებობს. გაიჭირვოს… მისი მმართველობის დროს 0.000000000000000000000000000001% იყო გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და გავუძელით.5) „სააკაშვილი იყო დიდი რეფორმატორი და ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელი“ცხადია, სააკაშვილმა მოდერნიზებისკენ მიმართული რამდენიმე რეფორმა განახორციელა. პოლიცია აღჭურვა და მოაწესრიგა, აღმოფხვრა დაბალ და საშუალო დონეზე კორუფცია, იუსტიციის სახლში სენდვიჩი და პასპორტი ერთად მოჰქონდათ, აშენდა უამრავი მინის შენობა… ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ პოლიცია პოლიტიზებული იყო, ქუჩაში ყვიროდა: „ბადრის რა… დედის *^*)&$%“, ოპოზიციურ მიტინგების დარბევამდე სკანდირებდა: „მიშა, მიშა, მიშა!!!“, ამავე პოლიციას ეკისრება პასუხისმგებლობა „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის“ ეფექტიანი და სისხლიანი აღსრულებისთვის …ამავე, რეფორმირებულ და მოდერნულ საქართველოში 300 000 ადამიანი იყო პატიმარი ან პრობაციონერი, ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით, ციხეში ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, მკვდრებზე აბამდნენ და ა.შ. ამავე, ახალ საქართველოში მმართველი პარტია დევნიდა ოპოზიციას, ოპოზიციურ მედიას, ოპოზიციის დამფინანსებლებს და ა.შ. პარლამეტის ყველა წევრი ნაციონალი იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ამავე სახელმწიფოში პოლიციელი ორ ლარს აღარ იღებდა ქრთამად, მაგრამ ღარიბ-ღატაკი კეზერაშვილი მინისტრობის შემდეგ მულტიმილიონერი გახდა.სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მოდერნული იყო სახელმწიფო აღარ მინდა ამის თქმა, ძალიან შორს წაგვიყვანს …მოკლედ, სასწრაფოდ უნდა გადავშალოთ თანამედროვე სახელმძღვანელოები, რათა შევთანხმდეთ, რომ კსახელმწიფოებრიობა თბილისის აეროპორტში აკრული თაბაშირ-მუყაოთი არ იზომება…6) „სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები ხართ შურისმაძიებლები“სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა უდიდეს უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ მისთვის წარდგენილი ბრალი არასამართლიანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის 8 წელიწადზე მეტს, გაცილებით მეტს იმსახურებს. ღირსეული, პრინციპული და პატიოსანი იურისტები შეძლებდნენ მისთვის ყველა ბრალის წარდგენას, დამტკიცებას პოლიტიკური ნებისა და მთავრობის სიმამაცის შემთხვევაში. ჩემგან განსხვავებით ბევრს პირადად შეეხო მისი სისასტიკეები, მათი ნაწილი ისე დაამცირეს, ისე მოსპეს და გაანადგურეს, რომ მათგან ქუჩაში გილიოტინის გამოტანაც არ იქნებოდა გასაკვირი. მაგრამ არავინ აპირებს შურისძიებას, არავის სურს მისი წამება, სიკვდილი… 8 წლით ციხე ყველაზე ჰუმანური, კეთილშობილური, ლმობიერი განაჩენია, რომელსაც სააკაშვილისგან გამწარებული ადამიანები ემორჩილებიან და ისინი არ ითხოვენ ანგარიშსწორებას, სიველურეს…7) „სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები ყველანი „ქოცები“ არიან“როგორმე ჩვენც შევძლებდით ათას ანონიმურ პირთან ერთად „ოცნების“ სიებში აღმოჩენას, როგორმე ჩვენც მოვახერხებდით პირდაპირ ეთერში მაგდა ანიკაშვილისთვის ენის ტრიალს… არ გავაპროტესტებდით შრომის, განათლების, გარემოს დაცვის, საბინაო პოლიტიკას, საბანკო-საფინანსო პოლიტიკას… როგორმე გვექნებოდა სტაბილურობის განცდა და თავისუფალი ვიქნებოდით შიშისგან – ხვალ რა მივიტანოთ სახლში? როგორ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები? რითი ვიყიდოთ წამალი? როგორ მივიდეთ ექიმთან? და ა.შ. როგორმე რაღაცით კმაყოფილები ვიქნებოდით….არც „ოცნების“ დანაშაულებებზე დაგვიხუჭავს თვალი! დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, ვინც არ უნდა იყოს ის!!! უბრალოდ, გია ბარამიძეს, თაკო ჩარკვიანს და გუბაზ სანიკიძეს ვერ დავემსგავსებით, მათთან ერთად აზრი არ აქვს საქმის კეთებას!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია