fbpx

სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში“, – ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს უცხოური გამოცემა

„სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში“, – ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს Neweurope, რომელშიც შვედი პარლამენტარი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პასუხობს, რომლის თანახმად სააკაშვილი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ასევე, ნიდერლანდელ ევროდეპუტატს ტინი კოქსს „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს.

სტატიაში შვედი პარლამენტარი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრი შვედეთიდან ბიორნ სოდერი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ მთლიანობაში არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული. შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს არავითარი ეჭვები.

მისივე შეფასებით, საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაზე. როგორც შვედი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ეს პროცესი უკვე ამოქმედებულია.

„ევროპის სამეზობლოში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუკი გვსურს თავისუფლების გავრცელების გაგრძელება, როგორც ეს ევროპაში გასული საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში ხდებოდა. ამ მიზნის მიღწევას ერთგულად ემსახურება ევროკავშირი ისევე, როგორც ეუთო და ევროპის საბჭო და სწორედ ამ მიზნით ვმონაწილეობთ მე და ბევრი სხვა ევროპელი კანონმდებელი არჩევნების მონიტორინგის მისიებში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მედიაში გააჟღერა უსაფუძვლო პრეტენზიები ამ ორგანიზაციების როლისა და მათი არჩევნების მონიტორინგის მისიების მისამართით. ეს პრეტენზიები უნდა გაქარწყლდეს. ოქტომბერში მე ვიყავი საქართველოს არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრი და თვალყურს ვადევნებდი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების 1-ელ ტურს – ისევე, როგორც ჩემი ბევრი კოლეგა ევროპის საბჭოდან.

სააკაშვილის თეორია, თითქოს რუსეთი ამ პროცესში ამა თუ იმ გზით იყო ჩართული და მართავდა ხსენებულ მისიებს, სიცრუე და იმ პარლამენტარების შეურაცხყოფაა, რომლებიც ენერგიას არ ვზოგავთ მთელ ევროპაში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. მისი კომენტარები ასახავს სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ (ევროპის სახალხო პარტიის სტაჟიანი წევრი) ავტორიტარულ მსოფლმხედველობას და ანტიევროპულ მიდგომას“, – აღნიშნავს შვედი პარლამენტარი.

როგორც ბიორნ სოდერი ამბობს, საქართველოში არჩევნები იყო სამართლიანი. მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და დამოუკიდებელი დამკვირველბლები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ:

„როგორც კარგად მოგეხსენებათ, ეუთოსა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიები არაპარტიულია: ჩვენი წევრები არიან კონსერვატორები, სოციალისტები, ლიბერალები და ასე შემდეგ. ჩვენმა მისიებმა საქართველოში ადგილზე შეაფასეს საარჩევნო პროცესი ხელმისაწვდომი საარჩევნო მონაცემების, მედიაგარემოს ანალიზის და სხვა შესაბამისი ფაქტორების საფუძველზე. ჩვენი საბოლოო შეფასებაც ეყრდნობა სწორედ ამ ფაქტორებს, ანუ დემოკრატიას და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკას.

საქართველოს არჩევნები მთლიანობაში იყო სამართლიანი და დემოკრატიული. შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს არავითარი ეჭვები.

მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. ეუთო და ევროპის საბჭო არიან ავტორიტეტული და დიდი ხნის წინ დამკვიდრებული საერთაშორისო ინსტიტუტები. სააკაშვილის მხრიდან თავდასხმები მათ მიუკერძოებლობაზე სრულიად უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელია. ეს თავდასხმები ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ქმნიან ძალიან ნეგატიურ პრეცედენტს, რომელსაც ჩვენ არ უნდა მივცეთ ფესვების გადგმის საშუალება,“ – ნათქვამია Neweurope-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

შვედი პარლამენტარის თქმით, უპასუხისმგებლობაა და უგუნურება, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას. მისივე თქმით, სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში.

„ყოველივე ეს მიუთითებს საგანგაშო ანტიდემოკრატიულ მახასიათებელზე, რომ სააკაშვილი არ არის მზად ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტის მისაღებად. უფრო მეტიც, იგი დაეცა შეურაცხყოფებისა და არარეალისტური ბრალდებების დონეზე ნებისმიერი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც კი ადასტურებს არჩევნების შედეგების ფაქტს. უპასუხისმგებლობაა და უგუნურება, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას. სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში.

ის, თუ რა უნდა მოხდეს ახლა, ცხადზე ცხადია: საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაზე. და ეს პროცესი უკვე ამოქმედებულია. ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, საქართველოც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე (მათ შორისაა მიმდინარე COVID პანდემია) და ქვეყანას სჭირდება ფუნქციონალურად გამართული პარლამენტი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სადამკვირვებლო მისიები, ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს. დადგა დრო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმოქმედონ: მათ შორის, უარი თქვან არჩევნების მეორე რაუნდის ბოიკოტირებაზე, რაც წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების მიზანმიმართულ მცდელობას.

თუკი სააკაშვილს ამის გაკეთება არ შეუძლია და ურჩევნია მედიის მეშვეობით ანტიევროპული შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, იგი, ალბათ, უნდა გამოირიცხოს კონსტრუქციული მომავლის სურათიდან. გულწრფელად გამოვთქვამ იმედს, რომ მის კომენტარებს არ ექნება გავლენა ქართველებზე, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებით,“ – აღნიშნულია სტატიაში.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია