fbpx

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა-სოზარ სუბარი

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისე რომ დელიმიტაცია და დემარკაცია მომხდარი არ იყო – ამას უბრალოდ, მე ვუწოდებ სამშობლოს ღალატს, – ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცახადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, სუბარის თქმით, ამის გარკვევა სასამართლოსა და გამოძიების პრეროგატივაა.

“დავითგარეჯში ​როდესაც მონასტერი ეკურთხა ერთი წელი ვმსახურობდი. იქიდან ვიბრძოდი, რომ რუსების სამხედრო პოლიგონი გასულიყო, მოგვეშორებინა საერთოდ საქართველოდან და ეს ძეგლი გადაგვერჩინა. დღეს შემიძლია ვთქვა ის, რასაც 2006 და 2012 წელს ვამბობდი, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა დავით გარეჯის თემა, როდესაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად გაუგონარ განცხადებებს აკეთებდა.

პრაქტიკულად უაპელაციოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინდელმა თანამდებობის პირებმა გამოაცხადეს, რომ გარეჯი არ არის საქართველო. ეს ტყუილია. საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველამ კარგად იცოდა და ვიცოდით, რომ დავითგარეჯის ის ნაწილი, რომელზეც ახალა დავა მიდის, კონკრეტულად უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტერი საქართველოს ნაწილი იყო.

დავითგარეჯის ერთადერთი ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო, იყო ბერთუბანი, მასზე ჩვენ არ ვდაობდით. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლი იყო, მაგრამ ტერიტორიულად საბჭოთა დაყოფის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო მოქცეული.

ამ ფონზე, როდესაც უცებ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისე რომ ჯერ ეს დადგენილი არ იყო, დელიმიტაცია და დემარკაცია მომხდარი არ იყო, ამას უბრალოდ მე ვუწოდებ საქართველოს, სამშობლოს ღალატს და სხვა რამე არ შეიძლება დაერქვას.

რაც შეეხება კონკრეტული პირების დანაშაულს, ამაში არ ჩავებმები. ამას გამოძიება და სასამართლო განსაზღვრავს. ეს პოლიტიკური შეფასების თემა არ არის. პოლიტიკური შეფასების თემა არის ის, რომ როდესაც ჯერ არ არის გაკეთებული დემარკაცია და დელიმიტაცია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრის მოადგილე და მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის, ამას არაფერი არ შეიძლება დაერქვას გარდა ქვეყნის ღალატისა,”- განაცხადა სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება