fbpx

სააკაშვილი მოსკოვში სუფრაზე გავიცანი, სადაც რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა-სოსო პავლიაშვილი

მომღერალ სოსო პავლიაშვილის სკანდაკლური განცხადება-

სააკაშვილი მოსკოვში ერთ-ერთ სუფრაზე გავიცანი, სადაც რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა, – ამის შესახებ რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა რუსულ ტელეარხს განუცხადა…
„…საქართველოს სჭირდება რუსეთი, თორემ რუსებს ნაკლებად ვჭირდებით. ჯერ ერთი, საქართველოს რუსეთის ბაზარი სჭირდება. მეორეც, ერთმორწმუნე ერები ვართ და ამ ორ ქვეყანას შორის შუღლი მიუღებელია… ამ დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები? ისევ ქართველები დავერიეთ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, ცოცხებით მოგვხვეტენ-მეთქი და სამწუხაროდ, კიდეც ახდა… წლებია გავიძახი, ნუ აგინებთ რუსებს, გავა წლები და მოკუნტულებს მოგვიწევს მოსვლა ბოდიშის მოსახდელად-მეთქი და… როცა ამას ვამბობდი, ეგ მოღალატე რუსეთშია და ჭკუას ნუ გვასწავლისო”, – განაცხადა სოსო პავლიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი „შიზოიდური ქმედება“ იყო.

„არ ვიცი, წინასწარ იყო გათვლილი, რომ ტერიტორია უნდა დაეკარგათ და მერე რუსებისთვის დაებრალებინათ, ან რაღაც შიზოიდურ ქმედებასთან გვქონდა საქმე, ან შეიძლება პროვოცირებაც იყო… არ ვიცი, ამერიკელებმა გააგიჟეს თუ ვინ, მაგრამ ფაქტია, სიგიჟესთან გვქონდა საქმე. მის ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება