fbpx

სააკაშვილი იმ სცენარს ამზადებს, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გათამაშებულიყო-მამუკა არეშიძე

ესქპერტი მამუკა არშეიძე-

სააკაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით იმ სცენარს ამზადებს, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გათამაშებულიყო. ამ სცენარის მიხედვით, სააკაშვილი საქართველოში თურქეთის მხრიდან უნდა შემოსულიყო, მას თან უნდა ხლებოდა 500 კაცამდე ემიგრანტთა ჯგუფი და აქ მხარდამჭერები უნდა დახვედროდნენ.

ვიმეორებ, ახლაც ასეთივე სცენარი მზადდება. კარგად ვხედავთ, საქართველოში პიროვნულად სააკაშვილის მომხრეების მობილიზაცია როგორ მიმდინარეობს.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას, რადგან თუ სააკაშვილს დახვდებიან მომხრეები, იქ მივლენ მისი მოწინააღმდეგეებიც. სააკაშვილს ციხეში ჩაჯდომა არ უნდა, მაგრამ ჩამოსვლის შემთხვევაში სხვა სცენარის განვითარებას ვერ ვხედავ, რადგან ქვეყანაში სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება იქნება და პირდაპირ ციხეში წავა. ეს ძალიან ცუდი სცენარია და ქვეყნისთვის დამანგრეველია, სისხლიც დაიღვრება.

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა საერთაშორისო საინფორმაციო სივრცის შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო.

ეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. პარტია „კანონისა და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზნით, ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ შექმნა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება