fbpx

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამეგრელოდან დაძრულ კოლონას ცოცხების კორიდორის გავლა მოუწია

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამეგრელოდან დაძრულ კოლონას სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწია. სამეგრელოს გასასვლელთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და კონტრაქცია გამართეს. მათ აქციაზე ცოცხები და ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერით – „დაისაჯონ მკვლელები“. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ცოცხები არის სიმბოლო იმ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უშუალო დაკვეთით განხორციელებულ რეპრესიებს ასობით ადამიანი შეეწირა, მათ შორის ახალგაზრდები, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს არ აქვთ მორალური უფლება, მოითხოვონ დამნაშავის გათავისუფლება. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და უსაფრთხოების მიზნით პოლიციაა მობილიზებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია