„საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს 4 მოიერიშე და 7
ვერტმფრენი გარემონტდება“ – ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2020-2030 წლებისთვის უწყების სამოქმედო
გეგმის წარდგენისას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა ავიაციის
მიმართულების განვითარება. „ავიაციის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები
დავსახეთ. საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს
გარემონტდება 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საფრენი
აპარატების აღდგენა ხდება ჩვენი საკუთარი რესურსით, რასაც პრემიერის მინისტრობის დროს
ჩაეყარა საფუძველი და რამოდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და
ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირადი შემადგენლობის მომზადების პროცესში
ხაზგასმით აღნიშნა, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების
წარმომადგენლების წვლილი.