fbpx

რუსთაველზე თაკო ჩარკვიანის მიერ ორგანიზებული 100 კაციანი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე  სახალხო მოძრაობის მიერ ორგანიზებული 100 კაციანი აქცია მიმდინარეობს. როგორც სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განცხადა, აქცია ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი ხასიათისაა

მისი თქმით, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ.

“უდიდესი გლოვაა ქვეყანაში და რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მდუმარების დრო არის და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა სწორედ მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა. გარდაცვლილებს მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა მოვაგოთ იმიტომ, რომ ბმა არის კორუფციასთან. აღვირახსნილმა კორუფციამ ნანგრევებში მოიყოლა ჩვენი ქვეყანა და მომავალი თაობა და დღეს ამ კორუფციის და უკანონოდ გაციებული საბუთების გამო არის, რომ ჩვენს შვილებს ნანგრევების ქვეშ ვეძებთ. რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს გადაბმულია. მოდით გავაკეთოთ რეფორმები, მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ უნდა განიხილოს ყველას საქმე ამ ქვეყნად. არა შერჩევით სამართალს და არა კორუფციას, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო – აი ამისთვის შევიკრიბეთ”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება