fbpx

რუსეთი ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ მოსკოვი მზადაა განაახლოს ყოვლისმომცველი დიალოგი ევროკავშირთან, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება, ნორმალური და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის დაბრუნება ხელს შეუწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანდაცვა, კლიმატის, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება,“- აცხადებენ კრემლში.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამისთვის მზად არის, თუ ევროკავშირი გამოხატავს „ნამდვილ საპასუხო ინტერესს”.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ორმა პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა “ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრობლემებზე”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია