fbpx

რომის პაპს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს

რომის პაპ ფრანცისკესა და ყოფილ პაპ ბენედიქტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 84 წლის პაპს და 93 წლის ყოფილ პაპს აცრა ვატიკანის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გაუკეთდათ, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ აცრა ყველამ უნდა გაიკეთოს.

„ეს არის ეთიკური არჩევანი, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ სხვების სიცოცხლესაც”, – განუცხადა პაპმა იტალიურ ტელეკომპანია Canale 5-სთან საუბარში

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია