fbpx



როდის წარადგენს „ქართული ოცნება“ პარტიულ სიას …

ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გუნდთან დაკავშირებით ასეთია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში შეძლო რეფორმების გატარება, შეძლო დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა, რომელიც მოქალაქეების თავისუფლებისთვის, ჯანმრთელობისთვის და განვითარებისთვის არის აუცილებელი – ეს არის ადამიანის უფლებები, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, სოციალური სისტემის გაუმჯობესება, ახალი ინფრასტრუქტურა და განათლების სისტემის რეფორმა. ამიტომ, კონცეპტუალურად, გუნდის შემადგენლობაც განისაზღვრება მათგან, ვინც წვლილი შეიტანა და შედეგი აჩვენა ამ პროცესში, ვინც გააკეთა საქმე, ვინც აჩვენა პასუხისმგებლობა ჩვენს საზოგადოებას – ამ ადამიანებისგან შედგება ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც დღეს მმართველმა გუნდმა წარადგინა, კომპეტენტური, გამოცდილი და წარმატებული პოლიტიკოსები არიან და არა „ძველი ან ახალი ადამიანები“, როგორც მათ ოპოზიცია ყოფს.

არჩილ თალაკვაძემ აქვე აღნიშნა, რომ სექტემბერში, როდესაც „ქართული ოცნება“ პარტიულ სიას წარადგენს, გუნდი განახლდება, როგორც ეს 2016 წელს მოხდა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია