fbpx



როგორ გამდიდრდა კახა ოქრიაშვილი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ხარჯზე, სკანდალური ფაქტები მისი წარსულიდან

,,იქსნიუსს,, სანდო ,,წყარომ მიაწოდა ინფორმაცია ბიზნესმენ და დეპუტატ კახა ოქრიაშვილზე ,საინტერესოა როგორ გამდიდრდა ოქრიაშვილი და როგორ ცდილობს სხვადასხვა პარტიების მეშვეობით დეპუტატის მანდატის მოპოვებას – გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი, რომლის პოლიტიკური ორიენტაცია ხშირად იცვლება . ვინ არის სინამდვილეში კახა ოქრიაშვილი?!

90-იან წლებში, როდესაც სსრკ იშლებოდა და ეთნიკური კონფლიქტების კერებმა ბევრ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში იფეთქა, მათ შორის საქართველოშიც. 1989-1990 წლებში ეთნიკური კონფლიქტის კერა აღმოცენდა ბოლნისში და დმანისში. იმ დროს, კახა ოქრიაშვილი პირდაპირ ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანელი მოსახლეობის კომპაქტური საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლების პროცესს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეს პერიოდი დღესაც ტკივილით ახსენდება. მათ წინააღმდეგ იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდებს: მუქარა, დაშინება, ცემა. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანელი ხალხი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ ხშირად თავს ესხმოდნენ ცეცხლსასროლი იარაღით. ოქრიაშვილი , ვიწრო წრეებში სიამაყით იხსენებს იმ დროს და თავმომწონედ საუბრობს მის მიერ ჩადენილ „გმირობებზე“ . მილიონერი დეპუტატის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას საფუძველი ჩაეყარა 1992-1994 წლებში გუგუთის საგუშაგოზე მუშაობის პერიოდში, როდესაც ხალხისგან ქრთამის იღებდა და ადამიანებს ფულს სძალავდა. ფარმაცევტული ბიზნესის გარდა, კახა ოქრიაშვილი დაკავებული იყო იმ აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიწებისა და უძრავი ქონების ყიდვით, რომლებიც შიშის გამო იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი. ის ყიდულობდა ამ ადამიანების სახლებს და მიწებს რათა მათთვის წაერთმია სამშობლოში დაბრუნების შანსი.

კახა ოქრიაშვილმა და მამამისმა , დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა დიდ სოფელში „შეისყიდა“ და მიისაკუთრა მიწის ფართობები(საძოვრები) რითაც აზერბაიჯანელ მოსახლეობას გლეხებს წაართვა უფლება იყოლიონ საქონელი და განავითარონ მეცხოველეობა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობის ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ მესაქონლეობაა. აზერბაიჯანელი ერის მიმართ, კახა ოქრიაშვილის აგრესია, ხალხისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულება და მისი ქმედებები, განპირობებულია მის მიერ დაფარული, სომხური ეთნიკური წარმოშობით. ბოლო მოვლენების დროს, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები განახლდა, კახა ოქრიაშვილმა საქართველოს მთავრობის გვერდით ავლით , უზრუნველყო სომხეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება . ის სომხეთის მხარდაჭერას დღესაც აგრძელებს. ის თავის არცერთ გამოსვლაში არ უარყოფს სომხეთის დახმარების ფაქტს.

დღეს კი, დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად საარჩევნო კამპანიაში ჩართულმა კახა ოქრიაშვილმა კვლავ ისეთი თანამოაზრეები შემოიკრიბა, ბოლნისელი გუჯა და მერაბ ჯაფარიძეების და მათი ახლო ნათესავების სახით, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ ბოლნისიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობის საკუთარი სახლებიდან გამოსახლებასა და გადასახლების პროცესში. კახა ოქრიაშვილი, პირადი, ეგოისტური მიზნებისთვის, კვლავ ცდილობს აზერბაიჯანელი ხალხის მოტყუებას , რათა კიდევ ერთხელ, მოიპოვოს დეპუტატის მანდატი, ხალხის ხარჯზე მოპოვებული ფინანსების გამოყენებით. ,,იქსნიუსი,,ეყრდნობა ,,წყაროს,,მიერ მოწოდებულ ინფორმაციას

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია