fbpx

რა წერია კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში

რა წერია კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში – შესაბამის ინფორმაციას “პუბლიკა” ასაჯაროვებს.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას.

  • ჩვენი წყაროს ცნობით, ევროკავშირი მზადაა ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს ნიკა მელიას გირაო.
  • გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს” მექანიზმით, ნოემბერში.
  • გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს, როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
  • ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…
  • შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
  • პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
  • გენერალური პრიკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
  • ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს  ოპოზიციის წარმომადგენლი.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება