fbpx



რა კავშირი აქვთ სპორტსმენებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან..

გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების საქმეზე “კურიერი” ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. “კურიერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადbავიდა.

ვახო ახვლედიანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

დღეს კი აღიარა, რომ “მერსედესისა” და “ტოიოტას” ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო.

ადვოკატი არ ადასტურებს რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რკინის ხელკეტი მათი ავტომობილიდან ამოიღეს. მისივე განცხადებით, ორივე მანქანა მტკიცებულების სახით ამოღებულია, ერთ-ერთზე კი დნმ-ის დასადგენად ანაბეჭდებია აღებული.

“მერსედესის” მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ რაგბისტს, რომლებიც “ტოიოტას” მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა.

ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. დღეს მედიასთან რაგბისტებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ მოხდა ავტომობილის დაზიანება.

“კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის “ტოიოტაში”, ორი რაგბისტის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.

გიგა ტატიაშვილი 2002 წელს დაიბადა და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მომხდართან დაკავშირებით რაგბისტების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარიშვილი 18 ივნისს მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საბურთალოელები და ნახალოვკელები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ. წყარო ,,კურიერი,,

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია