fbpx

რა არის მიზეზი-ზოგს კორონავირუსი იოლად გადააქვს,ზოგს ჰოსპიტალიზაცია ჭირდება

აქამ­დე გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა ის ფაქ­ტი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ზო­გი­ერთ ინ­ფი­ცი­რე­ბულს ვირუ­სი მუ­სუ­ბუ­ქად გა­და­აქვს, ზოგი კი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს და მკურ­ნა­ლო­ბა ხან­გრძლივ პე­რი­ოდს მო­ი­თხოვს.

რა არის ამის მი­ზე­ზი?

“ჟურ­ნალ Nature ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 2 ათას­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა მათ­განს აღ­მო­აჩ­ნდა გენი, რო­მე­ლიც Covid19 სიმპტო­მებს ამ­წვა­ვებს”, – წერს bbc.

აღ­მო­ჩე­ნას შე­უძ­ლია ექი­მებს აჩ­ვე­ნოს ის ნა­წი­ლი, თუ სად არის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დის და­ნერგვას შე­უ­წყოს ხელი.

ედინ­ბურ­გის Royal Hospital-ის წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ პრო­ფე­სორ კე­ნეტ ბე­ი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც Genomicc პრო­ექტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც არ გაქ­რე­ბა.

GenOMICC – მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ექი­მე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბულ ჯგუფს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ერ­თად მუ­შა­ო­ბენ და აწარ­მო­ე­ბენ კვლე­ვებს იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა­ტომ სა­ჭი­რო­ე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ას კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ით ინ­ფი­ცი­რე­ბის დროს. ისი­ნი დაკ­ვირ­ვე­ბას სის­ხლის ნი­მუ­შებ­სა და დნმ – ზე აწარ­მო­ე­ბენ.

GenOMICC – კონ­სორ­ცი­უმს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ედინ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

“ვაქ­ცი­ნებ­მა მკვეთ­რად უნდა შე­ამ­ცი­რონ შემ­თხვე­ვე­ბი. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გარ­კვე­ულ პა­ცი­ენ­ტებს მა­ინც მო­უ­წევთ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მოხ­ვედ­რა, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი”, – ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ბე­ი­ლი.

  • აგ­რე­სი­უ­ლი უჯრე­დე­ბი

კვლე­ვის დროს, მეც­ნი­ე­რებ­მა ბრი­ტა­ნე­თის კლი­ნი­კებ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყო­ფი 200 პა­ცი­ენ­ტის დნმ გა­მო­იკ­ვლი­ეს.

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნო­მე­ბი ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნო­მებს შე­ა­და­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დნმ-ში იყო TYK2 გენი. დიდ­წი­ლად სწო­რედ ეს გენი ამ­ძი­მებ­და ვირუ­სის კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

”ეს გენი არის სის­ტე­მის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თქვენს იმუ­ნურ უჯრე­დებს უფრო აგ­რე­სი­ულს ხდის. მაგ­რამ, თუ ამ გენ­ში არის დე­ფექ­ტი, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ხურ­დეს და პა­ცი­ენტს გა­ნუ­ვი­თარ­დეს მწვა­ვე ან­თე­ბა, რაც ფილ­ტვე­ბის­თვის სა­ში­შია”, – გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი ბე­ი­ლი.

ამ­გვა­რი პრო­ცე­სე­ბის ასა­ლაგ­მად ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტებს იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში? – ამის გარ­კვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბის შემ­დეგ.

  • ძა­ლი­ან ცოტა ინ­ტერ­ფე­რო­ნი?

გან­სხვა­ვე­ბე­ბი ასე­ვე ნა­პოვ­ნია DPP9 გენ­ში, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ან­თე­ბის დროს და OAS გენ­ში, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ვირუ­სე­ბის გამ­რავ­ლე­ბას.

ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მოვ­ლინ­და IFNAR2 გე­ნის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი, ეს გენი ინ­ტერ­ფე­რო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა – ინ­ტერ­ფე­რო­ნი ძლი­ე­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ცი­ლაა, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­დან, იმუ­ნურ სის­ტე­მას ააქ­ტი­უ­რებს.

ით­ვლე­ბა, რომ თუ ორ­გა­ნიზ­მი ცოტა ინ­ტერ­ფე­რონს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ვირუ­სი ამ უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობს და სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ფე­რო­ნიც და­ე­მა­ტოს, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ირ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჯერ­ჯე­რო­ბით და­ას­კვნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მქო­ნე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს, ინ­ტერ­ფე­რო­ნი არ ეხ­მა­რე­ბა.

”ვფიქ­რობ, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ფე­რო­ნის მი­ღე­ბას პირ­ვე­ლი, ორი – სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყებს, ეს იმუ­შა­ვებს, რად­გან მე­დი­კა­მენ­ტი სხე­ულს მის­ცემს მო­ლე­კუ­ლებს, რო­მელ­თა წარ­მო­ე­ბა პა­ცი­ენტს არ შე­უძ­ლია”, – ამ­ბობს ნიუ იორ­კის რო­კ­ფე­ლე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჟან-ლო­რან კა­ზა­ნო­ვა.

  • რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი უა­რეს­დე­ბა

ლონ­დო­ნის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კო­ლე­ჯის გე­ნე­ტი­კო­სის, დოქ­ტორ ვა­ნე­სა სან­ჩო-ში­მი­ზუს თქმით, ახალ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა აღ­მო­ჩე­ნებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და და­ა­ვა­დე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა.

”ეს ულტრა ზუს­ტი მე­დი­ცი­ნის კარ­გი მა­გა­ლი­თია, რო­დე­საც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვად­გი­ნოთ, თუ რა მო­მენ­ტში მოხ­და “რა­ღაც არას­წო­რად“. ამ გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა შემ­დგო­მი თე­რა­პი­უ­ლი გზე­ბის დად­გე­ნა­ში”, – გა­ნუ­ცხა­და სან­ჩო-ში­მი­ზუმ BBC- ს.

ამა­ვე დროს, GenOMICC არ ჩქა­რობს ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ხე­ლას.

GenOMICC-ის პრო­ექ­ტმა და სხვა მრა­ვალ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ უკვე გან­სა­ზღვრა გე­ნის კლას­ტე­რი ქრო­მო­სო­მა 3-ზე, რაც მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე სიმპტო­მებ­თან, თუმ­ცა ამ პრო­ცე­სე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფონი ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ამი­ტომ მეც­ნი­ე­რე­ბი მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას იწყებენ.წყარო ,,ამბები.გე,,

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია