fbpx

რაც ახლა ბერას მიმართ ხდება აშკარა ბოროტებაში გადადის-ნიკოლოზ ვაშაკიძე

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ტვ ,,პირველზე,,გასულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს-

· იმ პირობებში, რომლებშიც ბერა გაიზარდა, ძნელია, ძალიან ძნელი, ვინმე ჩამოყალიბდეს ნორმალურ და მორალურად გამართულ ადამიანად. არც საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული და ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინეთ იგივე ვითარებაში. დავამატებ იმასაც, რომ, სავარაუდოდ, ეს ჩანაწერები მისი თინეიჯერობის, არასრულწლოვანების, პერიოდშია გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ჩადენილი საქციელი ძალიან ცუდი და გასაკიცხია, ვფიქრობ, თვითონ ის მაინც იმაზე უკეთესია, რადაც, ჩემი აზრით, მის ადგილზე ადამიანთა უმრავლესობა ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე რატომღაც მასში რაღაც ჯანსაღ ღერძს ვხედავ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან ახალგაზრდაა და აქვს კათარზისის შანსიც და, ვფიქრობ, პიტენციალიც. ეს ტოტალური ბულინგი და დაუნდობლობა, რაც ახლა მის მიმართ ხდება და რაშიც ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ტრადიციულად ძლიერია, უკვე აშკარა ბოროტებაში გადადის. ასე რომ, ბოლომდე ნუ გადაუვლით და ეს შანსი მიეცით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება