fbpx

რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს-თემურ კალანდაძე

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, – ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, – განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი  გარდაიცვალა

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს  გაუხსნა . გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება