ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო, კომიკური ისტორია, რომ გვყავს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც წევრები უფრო მეტი ჰყავთ, ვიდრე ამომრჩეველი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ახლა ისინი საუბრობენ ბარიერის დაწევა-არ დაწევაზე. სინამდვილეში მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ისინი ისევ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ვერ გასცდნენ ამ პარტიას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.