fbpx

რას წერენ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების მიღწევაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე

ესპანურენოვანი პოპულარული გამოცემები (ევროპაპრესი, ელ მუნდო, ელ პაისი და სხვა) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერენ. მასალებში აღნიშნულია საქართველოს დადებითი პოზიციონირება შეთანხმების პროცესში.

„დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეასრულა ჰუმანიტარული მედიატორის როლი აღნიშნულ მილაპარაკებაში”, – აღნიშნულია Europa Press-ის მასალაში.

ფრანგული პრესის გზავნილები:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორების შესახებ ინფორმაცია გადასცა”;

„ბატონი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებული პირები აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაიგზავნებიან სომხეთში”;

„ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი მიესალმება ნდობის აღდგენსკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს და მისი თქმით ევროკავშირი ბოლომდეც დაუჭერს მხარს აღნიშნულ ძალისხმევას”;

„თავის მხრივ, რუსეთიც მიესალმება აღნიშნულ ფაქტს”.

პოლონური პრესა:

„საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე, 15 დაკავებული აზერბაიჯანელი გადაეცა სომხეთის მხარეს“;

„მოსკოვმა და ვაშინგტონმა გამოხატეს კმაყოფილება სომეხი პატიმრების გათავისუფლების გამო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებებისადმი ერთგულებისთვის”;

„აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებში ჩართული იყო რუსეთი, აშშ, საქართველო, ევროსაბჭოს და ევროკავშირის პარტნიორები”.

შვედური პრესა:

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების შედეგია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ასევე შედგა ეუთოს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკინისა და ამერიკელი დიპლომატის ფილიპ რიკერის დახმარებით“.

შეთანხმებას ​წამყვანი არგენტინული გამოცემა La Nación-იც გამოხმაურება, სადაც წერია, რომ საქართველოს წარმომადგენლების შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 მოქალაქე გადასცა. ასევე, ავტორი ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ გამოხატულ მადლობას ჰუმანიტარული აქციის მხარდაჭერისთვის.

თურქული მედია:

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში”.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაწეული ძალისხმევისთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია