fbpx

რამოდენიმეჯერ ლენინმა შეუსწრო, როცა სტალინი იჯდა და უსმენდა, მე გაოგნებული ვარ ვალერი, ანტიკონსტიტუციურია ეს ამბავი-აქუბარდიას და ვალერი გელბახიანის დილოგი

ჟურნალისტი გელა ზედეკლაშვილი –

თქვენი არ ვიცი და… მე ვაფრენ ეგეთ ,,ზაჟიგანიაგაუსწორებელ” გენიოსებზე!

😆

დავით აქუბარდია მოსმენებზე: ,,ერთი ტიპი იყო, მეგრელი იყო, ძალიან ნიჭიერი ბიჭი, სტალინის თანაშემწე იყო და მერე გაიქცა, თურქმენეთში გადავიდა და მერე ირანით მოკურცხლა. მას ეწერა საინტერესო რამ – როდესაც სტალინი ლენინმა აირჩია ცეკას მდივნად, მაშინ ცეკას მდივნის ინსტიტუტი იყო საინფორმაციო კანტორა. მაშინ საიდანღაც ჩამოუყვანიათ ინჟინერი და მან დაუყენა ტელეფონები ცეკას ყველა წევრს. სტალინს ჰქონდა თურმე უჯრაში კნოპკები და თუკი ლენინი დაურეკავდა ტროცკის, ამას ნათურა ენთებოდა, იღებდა ყურმილს და უსმენდა. რამოდენიმეჯერ ლენინმა შეუსწრო, როცა სტალინი იჯდა და უსმენდა. მე გაოგნებული ვარ, ვალერი, ანტიკონსტიტუციურია ეს ამბავი. მერე იძახიან, მასობრივად არი გაყალბებულიო. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეგრე”.

😆

კარგი, ჰო, აქუს ბავშვობაში ჭოჭინა დაუფრთხა, კედელს თავი მიარტყა და ცოტა უქიქინებს, მაგრამ ამ ვალერას რაღა მოუვიდა, მაგას ხომ ერთ დროს სერიოზულ კაცად იცნობდნენ?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება